საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

საორგანიზაციო კომისიის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვანი იუბილეს საორგანიზაციო კომისიის თანათავმჯომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს

ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვანი იუბილეს საორგანიზაციო კომისიის თანათავმჯომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. გადაწყვეტილება 12 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვანი იუბილეს საორგანიზაციო კომისიის მორიგი სხდომაზე მიიღეს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის კომისიის საპატიო წევრად რჩება. კომისიის წევრებმა 2014 წელს დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებზე იმსჯელეს. სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების გარდა, საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია ებრაელთა ისტორიის ეროვნული მუზეუმის გახსნა, ასევე გაიმართება საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი. ღონისძიებების მომზადების სამუშაოებში ჩართული არიან საგარეო საქმეთა, კულტურის, სპორტისა და დიასპორის სამინისტროები.
კომისიის თავმჯდომარემ ჯამლეტ ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ისრაელში ვიზიტის აღსანიშნავად შექმნილი სპეციალური ფოტოალბომი გადასცა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური