საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კომპანია ,,ტრაფიგურა ევრაზიის'' პრეზიდენტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „ტრაფიგურა ევრაზიის" პრეზიდენტს ჯონათან კოლეკს შეხვდა

ნედლეულით ვაჭრობაში გლობალური ლიდერი - კომპანია „ტრაფიგურა"თურქმენული ნედლეულის შავი ზღვის პორტებამდე მიწოდების სანდო და ეფექტიან მარშრუტს ეძებს. დღესდღეობით კომპანია ექსპორტისთვის მახაჩკალა-ნოვოროსიისკის მარშრუტს იყენებს.
სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო, კომპანია „ტრაფიგურა ევრაზიის" ინტერესის ობიექტია, რათა გახდეს ერთ-ერთი საექსპორტო მარშრუტი თურქმენული ნედლეულისთვის. ამ საკითხის რეგიონულ ჭრილში დადებითად გადაწყვეტამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს სატრანზიტო მოცულობები აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზებისა და პორტებისთვის.
კომპანია „ტრაფიგურა" 56 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მისი წლიური შემოსავალი 120 მილიარდი აშშ დოლარია. კომპანია აქტიურად საქმიანობს კასპიის რეგიონში და თურქმენეთიდან ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელია. ამჟამად კომპანია ახორციელებს წლიურად 700,000 მეტრული ტონის ოდენობის ნედლეულის ექსპორტს, რომლის გაზრდას 2014 წელს 2 მილიონ მეტრულ ტონამდე აპირებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური