საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელიც ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილეს ეძღვნება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა გახსნეს.
როგორც სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-
მინისტრმა აღნიშნა, ნიშანდობრივია, რომ ზურაბ ჟვანიას 50 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია იმართება საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის თემაზე. "ახლა ჩვენი თაობაა პასუხისმგებელი იმისათვის, თუ როგორ ივლის საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ვალდებული ვართ თანამიმდევრული და სწორი ნაბიჯებით ვიაროთ ამ გზაზე, რათა ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი და გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამიტომაცაა ვილნიუსში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა საქართველოსთვის,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

4საქართველოს პარლამენტისა და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფენრენციას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები ესწრებიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

 

 

1

2

3