საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. აზერ ტოფიგ ოღლუ გუსეინმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური