საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა ეკონომიკური საბჭო შექმნა ამოსაბეჭდი ვერსია

2013-12-04

 

დღეს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭო თორმეტი კაცით განისაზღვრა, რომლის შემადგენლობაში შედიან: ეკონომიკური ჯგუფის მინისტრები, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, ბიზნესომბუდსმენი. საბჭომ თხოვნით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ჩაერთოს პრემიერთან არსებული საბჭოს მუშაობაში.
საბჭოს შემადგენლობამ დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური საკითხები განიხილა და ეკონომიკური გარემოს განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური