საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი პოლონეთის პარლამენტის სეიმის მარშალის მოადგილეს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი პოლონეთის პარლამენტის სეიმის მარშალის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ცეზარ გრაბარჩიკის შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გაღრმავების გზები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის დელეგაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მიმართული უდიდესი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
„2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს წინსვლა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე 2012 წლის ისტორიული მნიშვნელობის არჩევნების შემდეგ. „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვება ცხადყოფს ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წლის მანძილზე მმართველი პარტიის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების ფართო სპექტრის საზოგადოებრივ მოწონებას. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის, რაც პოლონეთის რესპუბლიკამ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ გამოიჩინა. საქართველოს ხელისუფლება ერთგულია დემოკრატიული რეფორმებს გაგრძელებისა და ძალ-ღონეს არ იშურებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის განსამტკიცებლად, " - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური