საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 140-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმეს ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 140-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმესცერემონია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
ხელშეკრულების მიზანია, საშუალო და უმაღლეს, აგრეთვე პროფესიული განათლების სფეროებში ინვესტირების გზით საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სამეცნიერო, ტექნოლოგიური, საინჟინრო და მათემატიკური განათლების დონის ამაღლებას, მასწავლებელთა მომზადებასა და სკოლების რეაბილიტაციას, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მოსწავლეების სწავლის პოტენციალის ზრდას.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს, პირადად მის აღმასრულებელ დირექტორს ბატონ დანიელ იოჰანესს, საქართველოსთვის 140 მლნ დოლარის მოცულობის 5-წლიანი კომპაქტის დამტკიცებისთვის. 
საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, დიდი ძალისხმევა გასწია იმისათვის, რათა დაეკმაყოფილებინა აღნიშნული კომპაქტის დამტკიცებისათვის საჭირო ყველა კრიტერიუმი. ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის ნდობა, რომელიც ამერიკის მთავრობამ გამოგვიცხადა. თავის მხრივ, ეს ნდობა იმის დასტურია, რომ საქართველო აკმაყოფილებს ამ გრანტის მისაღებად აუცილებელ ყველა მოთხოვნას და ეს ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. 
სიღარიბესთან ბრძოლა განათლების მეშვეობით - სწორედ ის მოწოდებაა, რომელიც უაღრესად აქტუალურია დღეს ჩვენი ქვეყნისათვის.
ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა კარგად იციან, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობა და ინვესტირება მკვეთრად გააუმჯობესებს ადამიანური კაპიტალის ხარისხს, განავითარებს სამუშაო ძალას, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საწინდარი გახდება. 
21-ე საუკუნემ ნათლად დაგვანახა, რომ მხოლოდ განათლებული და სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ადამიანები აღწევენ მოდერნიზებული ეკონომიკის პირობებში წარმატებას. ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს იმას, რომ ჰყავდეს განათლებული მოქალაქეები, რომლებიც ფეხს აუწყობენ დროს, იქნებიან კონკურენტუნარიანები, პროფესიონალები და დააკამყოფილებენ განვითარებული ეკონომიკის მოთხოვნებს.
რაც უფრო მეტი განათლებული და წელგამართული ადამიანი იქნება ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად შეძლებს საქართველო დემოკრატიულ და წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. 
საქართველოს მთავრობამ გააანალიზა და განსაზღვრა, რომ ადამიანური კაპიტალის არსებული დონე ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორია, და ეს განსაკუთრებით იგრძნობა მეცნიერების, ტექნოლოგიის დარგში, საინჟინრო სფეროსა და მათემატიკაში. 
სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი ის კომპაქტი, რომელსაც დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ. ასეთი დახმარება გააძლიერებს საქართველოში არსებულ სასწავლო, აღმზრდელობით და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 140-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმეს
უკეთესი განათლების მქონე მუშახელი დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, განამტკიცებს დემოკრატიული განვითარების პროცესში თანამონაწილეობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ სათანადო განათლების მიღებით ჩვენი ხალხი სწრაფად შეძლებს გავლენიან სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბებას, რომელიც ხელისუფლებისთვის დამკვეთიც იქნება და მაკონტროლებელიც. 
მე ყოველთვის კარგად მესმოდა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური კადრების მომზადებას თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოებისთვის. წლების წინ სპეციალური პროექტი მქონდა შემუშავებული და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებას ვგეგმავდი, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით. სამწუხაროდ, ეს პროექტი ვერ განხორციელდა სხვადასხვა მიზეზის გამო. ამიტომ, პირადად ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიმართულებით ასეთი უპრეცედენტო პროექტის განხორციელება. 
ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამერიკის მთავრობის დახმარებითა და ხელშეწყობით სულ მალე გვეყოლება მაღალკვალიფიციური კადრები და აღარ გახდება საჭირო ქვეყნის საზღვრებს გარეთ სპეციალისტების ძებნა და ჩამოყვანა, „ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მილენიუმის მიღებაათასწლეულის გამოწვევის პროექტზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მილენიუმ ჩელენჯ კორპორეიშენის აღმასრულებელი დირექტორი ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ. ბიძინა ივანიშვილმა დენიელ იოჰანესს ოქროს ფონდი დაათვალიერებინა. ასევე პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური