საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაეწსრო ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაეწსრო„საქართველოს მომავალი" - საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გერმანიაში, მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაეწსრო.პრემიერ-მინისტრი მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაეწსრო

კონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის არაფორმალური შეხვედრები, ძალიან უწყობს ხელს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. კონფერენცია შეაფასა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც. კარლ ბილდტმა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრას პროდუქტიული უწოდა.
მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გერმანიაში ორ დღეს გაგრძელდა. დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მპრემიერ-მინისტრი მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაეწსროინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი.პრემიერ-მინისტრი მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაეწსრო

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორი ქრეიგ კენედი, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკიევიჩი, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ლატვიის სეიმის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვალდას ზატლერსი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელია, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის ასისტენტი ჰეიჯ ალექსანდერი, ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური მრჩეველი იევა კუპჩე, უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი სვანტე კორნელი და "კოპენ ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტი დანიელ ფატა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური