საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გერმანიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ბიძინა ივანიშვილი გერმანიის მარშალის ფონდის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გერმანიაშიორგანიზებულ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გერმანიაშიკონფერენციაში მონაწილეობას იღებენ გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორი ქრეიგ კენედი, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბოლდტი, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკიევიჩი, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ლატვიის სეიმის ეროვნული უშიშროების კომიტეტის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გერმანიაშითავმჯდომარე ვალდას ზატლერსი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელია, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის ასისტენტი ჰეიჯ ალექსანდერი, ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური მრჩეველი იევა კუპჩე, უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი სვანტე კორნელი და "კოპენ ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტი დანიელ ფატა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური