საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №475

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო-ნის მე­20 მუხლის მე­4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასჯელღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში (სსმ,30/01/2009) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8


1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან:

ა) მინისტრის მრჩევლები;

ბ) მინისტრის თანაშემწეები;

გ) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე;

დ) მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები;

ე) გამომძიებლები;

ვ) გენერალური ინსპექციის უფროსი ინსპექტორები;

ზ) გენერალური ინსპექციის ინსპექტორები;

თ) გენერალური ინსპექციის მრჩევლები;

ი) გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტები;

კ) გენერალური ინსპექციის სპეციალისტები;

ლ) მრჩევლები;

მ) სამინისტროს მთავარი სპეციალისტები;

ნ) სამინისტროს სპეციალისტები;

ო) დაწესებულების მთავარი ექიმები;

პ) განყოფილების უფროსი ექიმები;

ჟ) მთავარი ექიმის მოადგილე;

რ) ლაბორატორიის უფროსი;

ს) უფროსი ექიმები;

ტ) ექიმი (ოჯახის ექიმი, დღის ექიმი, მორიგე ექიმი, მეანკოლოგი, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ჰემა-ტოლოგი, ნეფროლოგი, ანგიოლოგი, ზოგადი ქირურგი, გულმკერდის ქირურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, მორიგე ქირურგი, ქირურგი ონკოლოგი, ონკოლოგი, ტრავმატოლოგი, უროლოგი, პროქტოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, დერმატოვენეროლოგი, ფტიზიოპულმონოლოგი, სეფსისოლოგი, პარაზიტოლოგი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, რენტგენოლოგი, ექოსკოპისტი, ენდოსკოპისტი, სტომატოლოგი, სტომატოლოგორთოპედი, ექიმილაბორანტი, ექიმი­ ბიოქიმიკოსი, ბაქტერიოლოგი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი, ფარმაცევტი, ექიმიდიეტოლოგი);

უ) უფროსი ექთნები;

ფ) ექთნები (საოპერაციოს უფროსი ექთანი, საოპერაციოს ექთანი, შესახვევის ექთანი, დღის ექთანი, მორიგე ექთანი, ლაბორანტი, მორიგე ლაბორანტი, რენტგენლაბორანტი, მორიგე რენტგენ­ლაბორანტი, მასაჟისტი, პროზექტორი, დიასახლისი, ექთანი¬დიეტოლოგი, პროვიზორი);

ქ) წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი, წამლების სამარაგოს თანამშრომლები, სტატისტიკოსები;

ღ) სანიტრები.

2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორ-ჩილე¬ბიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე-ბობი¬დან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდე¬ბობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.

3. მინისტრის მოადგილის თანაშემწეს მინისტრის მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს. მინისტრის მოადგილის თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე­ღ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს მინისტრი, კანონით დადგე¬ნილი წესით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე­ღ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა მოვალეობანი შეიძლება განისაზღვ-როს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.".

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14

გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;

ბ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

გ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო­სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლის განხორციელება;

ე) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;

ვ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე კონტროლი.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი