საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №459

„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2012, 290160000.10.003.016838) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2012 წლის 10 მაისამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიაწოდოს განახლებული მონაცემები მის მიერ რეგისტრირებული/აღრიცხული ფიზიკური პირების შესახებ, შეთანხმებული ფორმატით.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2012 წლის 10 მაი¬სამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულიდან დევნილი მოსახლეობის შესახებ, რომელიც აღრიცხულია სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, შეთანხმებული ფორმატით.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწი-ფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2012 წლის 1 ივლისამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები სტუდენტების შესახებ №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ" ქვეპუნქტის შესაბამისად შეთანხმებული ფორმატით.".

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გა-სატარებელი ღონისძიებები და სადაზღვევო ვაუჩერის პირობები):
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ.გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ნებისმიერი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფიული, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები (რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია, მამოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია) - კომპიუტერული ტომოგრაფია ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს;";

ა.ბ) „გ.ა" და "გ.ბ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მათ შორის, ინფექც-იურ დაავადებებთან და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნ-ველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნ-ტის „ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს. თანაგადახდას არ ითვალისწინებს კრიტიკული მდგომარეობები, ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე ინკურაბელურ პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია 0 5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის;
გ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები - სადაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი. ითვალისწინებს 20%-იან თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს. თანაგადახდას არ ითვალისწინებს ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის;";

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

„ა) დამზღვევი - ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა.ა) „ა" და „დ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვები და შშმ ბავშვები) - კანონიერი წარმომა-დგენელი, რომელიც აფორმებს სადაზღვევო ხელშეკრულებას მზღვეველთან;
ა.ბ) „ბ", „გ" და „ე" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლეთათვის (საპენსიო ასაკის პირები, სტუდენტები და მკვეთრად გამოხატული შშმპ) - თვით მოსარგებლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც აფორმებს სადაზღვევო ხელშეკრულებას მზღვეველთან;";
ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საცხოვრებელი ადგილი - ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთა საქართველოში რეგისტრაციის მისამართი, ხოლო თუ რეგისტრაციის მისამართი გაუქმებულია - საქართველოში უკანასკნელი (გაუქმებული) რეგისტრაციის მისამართი. თუ რეგისტრაციის მისამართი საერთოდ არ არსებობს - საქართველოში პირადობის მოწმობის გამცემი ორგანოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მდებარეობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) შემთხვევაში - საქართველოში მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილი (დევნილის რეგისტრაციის ადგილი), დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით მიწოდებული მონაცემების შესაბამისად;";

ბ.გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე" ქვეპუნქტი:
„ე) კანონიერი წარმომადგენელი - მოსარგებლის ახლო ნათესავი (მშობე-ლი, შვილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე), მეურვე ან მზრუ¬ნვე-ლი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი.".

გ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ამ დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლის სტატუსის მოხსნის ან ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად სტატუსის შეცვლის შემთხვევაში. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ" ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის შემთხვევაში სტატუსის მოხსნად ჩაითვლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა ორსულობას, მშობიარობასა და ბავშვის მოვლასთან (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანების შესაბამისად) და ჯანმრთელობის მდგომა-რეობასთან დაკავშირებული შეწყვეტისა ან შეჩერებისა, მაგრამ არა უმეტეს 1 კალენდარული წლისა.".

დ) მე-7 მუხლის:დ.ა) მე-2 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„გ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული პირებისათვის (ეს არ შეეხება დაბადებისთანავე, ანუ დაბადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში აღრიცხულებს) - აღრიცხვის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან.";

დ.ბ) მე-4 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„გ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ აღრიცხულ იმ პენსიონერთათვის, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები - კონკრეტული სახელმწიფო გა¬სა¬ცემლის გადარიცხვის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა).";

დ.გ) მე-5 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„ბ) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემთა ბაზაში 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ რეგისტრირებული სტუდენტებისათვის, სააგენტოსათვის მონაცემების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა).";
დ.დ) მე-8 პუნქტის „ბ" და „გ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ სააგენტოს მიერ კონკრეტული სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების მიზნით აღრიცხული შშმ ბავშვებისათვის - კონკრეტული სახელმწიფო გასაცემლის გადარიცხვის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა);
გ) იმ შშმ ბავშვებისათვის, რომლებიც ამ სტატუსით არ არიან აღრიცხული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, სააგენტოში განცხადებისა და სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა).";

დ.ე.) მე-10 პუნქტის „ბ" და „გ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) 2012 წლის 1 ივლისის შემდეგ სააგენტოს მიერ კონკრეტული სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების მიზნით აღრიცხული მკვეთრად გამო¬ხა¬ტუ¬ლი შშმ პირებისათვის - კონკრეტული სახელმწიფო გასაცემლის გა-და¬რი¬ცხვის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უა¬დრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა);
გ) იმ მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის, რომლებიც ამ სტატუსით არ არიან აღრიცხული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, სააგენტოში განცხადებისა და სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან (მაგრამ არა უადრეს 2012 წლის 1 სექტემბრისა).";

დ.ვ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებს, რომელთათვის პოლისის გადაცემა ვერ მოხერხდა სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, რის გამოც გაუუქმდათ პოლისი, დაზღვევის ახალი პერიოდი და, შესაბამისად, სადაზღვევო პრემიის გადახდა დაეწყებათ სააგენტოს ან მზღვეველის მიერ ახალი სადაზღვევო პოლისის გადაცემის თვის პირველი რიცხვიდან, თუ ახალი პოლისის გადაცემა დაფიქსირებულია 2013 წლის 1 თებერვლამდე.";
დ.ზ.) დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:„121. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებს, რომელთათვის პოლისის გადაცემა ვერ მოხერხდა სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, რის გამოც გაუუქმდათ პოლისი, დაზღვევის უფლება აღუდგებათ პირველადი სადაზღვევო პერიოდის განსაზღვრიდან ერთი კალენდარული წლის შემდეგ.";

დ.თ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:„14. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებს, რომლებსაც სადაზღვევო პერიოდი არ განესაზღვრათ საცხოვრებელი ადგილის არარსებობის გამო, სადაზღვევო პერიოდი განესაზღვრებათ საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან.".

მუხლი 2. დადგენილების ამოქმედება
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ზ" ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი :
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ"და „დ.ა" ქვეპუნქტები გავრცელდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე;
ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი გავრცელდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ზ" ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან და ასევე გავრცელდეს პირებზე, რომელთა მიმართ 2013 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, პოლისის გაუქმების გამო, არ დაფიქსირებულა ახალი პოლისის გადაცემა.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი