საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №457

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - კომისიის თავმჯდომარესაქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი - კომისიის წევრისაქართველოს ფინანსთა მინისტრი - კომისიის წევრისაქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - კომისიის წევრისაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - კომისიის წევრი სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი - კომისიის წევრისს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი - კომისიის წევრისაქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - მოწვეული წევრი.

მუხლი 2. კომისიამ საქართველოს მთავრობის სხდომებზე პერიოდულად წარადგინოს ინფორმაცია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სა¬კითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.

მუხლი 3. დამტკიცდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი

 

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2012 წლის 7 დეკემბრის
№457 დადგენილებით

 

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა
და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) იქმნება ქვეყანაში საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებისა და ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, აღნიშნული რესურსებისა და ქონების რაციონალურად განკარგვის უზრუნველსაყოფად.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.


მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფოს მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე რესურსის, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის მერქნული რესურსების, მცენარეული არამერქნული რესურსების (მათ შორის, სოჭის გირჩების), ზედაპირული წყლის რესურსებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვა ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობების შესწავლა და ანალიზი;

ბ) შესწავლილი საკითხებისა და მათი ანალიზის საფუძველზე, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება და უფლებამოსილი ორგანოებისთვის წარდგენა;

გ) საჭიროების შემთხვევაში წინადადებათა მომზადება შესაბამი-სი ორგანოების მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე რესურსის ან სხვა ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადახედვის მიზნით.


მუხლი 3.
კომისიის უფლებამოსილებანიკომისია უფლებამოსილია:

ა) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე რესურსის ან სხვა ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობების გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით შესაბამისი უწყებებიდან მოითხოვოს ყველა საჭირო ინ¬ფორმაცია და დოკუმენტაცია;

ბ) კომისიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;

გ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები და წარადგინოს განსახილველად საქართველოს მთავრობის სხდომაზე და შესაბამის უწყებებში;

დ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა პირები.


მუხლი 4
. კომისიის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.



მუხლი 5
. კომისიის სხდომის ჩატარების წესი

1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან ერთ-ერთი წევრის მოთხოვნის საფუძველზე.

2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალების შესაბამისად - კომისიის ერთ-ერთი წევრი.

3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.


მუხლი 6.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესიკომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდე¬ბა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.