საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №455

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე 20 მუხლის მე 4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2012, 010220000.10.003.016913) შეტანილ იქნეს ცვლილება და დად-გენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე 2 მუხლის „ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს პრემიერ მინისტრისა და მთავრობის საქმიანობის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;".

2. მე 3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) იურიდიული დეპარტამენტი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) საფინანსო დეპარტამენტი;
დ) საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი;
ე) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი.".

3. მე 5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ მინისტრი. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ მინისტრი.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 დეკემბრიდან.

 

პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი