საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №451

„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ "საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის N278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.„ნორმატიული აქტების შესახებ " საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,„საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ " საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის N278 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,14.07.2011, 200030000.10.003.016438) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების" მე-4 მუხლის:

1.პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტიამოღებულ იქნეს.
2. 31 პუნქტიამოღებულ იქნეს.
3. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი