საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №450

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №503 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/01/2012, 280120000.10.003.01. 6663) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში - პროგ-რამა)":
ა) მე 2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, ძალადობის მსხვერპლ და მიუსაფარ ბავშვთა, მიტოვების რისკის მქონე ბავშვთა და მათ მშობელთა ფიზიკური და სო-ციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.";
ბ) 1.1 დანართის (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე 4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი
ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 353 060 ლარით.";
გ) 1.3 დანართის (დღის ცენტრების ქვეპროგრამა) მე 4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 175 066 ლარით.";
დ) 1.4 დანართის (მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო მომსახურების ქვეპროგრამა) მე 4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6 221 220 ლარით, საიდანაც ქვეპროგრამის მე 2 მუხლის მე 3 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის გათვალისწინებულია 40 000 ლარი.";
ე) 1.5 დანართის (მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის
ქვეპროგრამა) მე 4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 46 860 ლარით.";
ვ) 1.6 დანართის (ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 453 090 ლარით.";
ზ) 1.7 დანართის (სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 358 470 ლარით.";
თ) 1.8 დანართის (დასვენება-გაჯანსაღებისა და საკურორტო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 97 944 ლარით.";
ი) 1.11 დანართის (ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის:
ი.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 96 150 ლარით.";
ი.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. 2012 წლის განმავლობაში ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში.";
კ) 1.13.1 დანართის (სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფის კომპონენ¬ტი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 335 142 ლარით.";
ლ) 1.13.3 დანართის (სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება სმენის აპარატის საჭიროების მქონე სმენადაქვეითებული შშმ პირები (მათ შორის, შშმ ბავშვები).".
2. პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.15 დანართი:

„დანართი 1.15

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანები
ქვეპროგრამის ამოცანაა ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენცია და ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) 24 საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას;
ბ) უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფას;
გ) კვების პროდუქტებით, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
დ) პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
ვ) ფსიქოლოგის მომსახურებას.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:
ა) სხვადასხვა პრობლემების მქონე დედა 10 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან;
ბ) სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის, 10 წლამდე ასაკის შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან).

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9 110 ლარით.

2. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურებისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 18 ლარს დღეში.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთდროულად მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ აღემატება 11 პირს.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული დედათა და ბავშვთა თავშესაფრით მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას არა უგვიანეს მომსახურების დაწყების მომდევნო თვის ბოლომდე.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული დედათა და ბავშვთა თავშესაფრით მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში წარდგენა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

6. დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მომსახურების ანაზღაურებისათვის განკუთვნილი ვაუჩერზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის (18 ლარი) ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე.

7. დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მომსახურება ბენეფიციარებს მიეწოდება ქ. ქუთაისში.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს სააგენტო.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი