საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №449

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში (სსმ, 2004 წ., მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა
აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი;
ბ) ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი;
გ) ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.".

2. დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის

საშტატო ნუსხა

 

თანამდებობა

რაოდენობა

1

სახელმწიფო მინისტრი

1

2

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

1

3

სახელმწიფო მინისტრის მო­ადგილე

1

4

სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩე­ველი

1

5

სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფ­როსი

1

6

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

3

7

დეპარტამენტის უფროსი

4

8

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

3

9

ფინანსური მენეჯერი

1

10

მთავარი სპეციალისტი

10

 

          სულ:

26.“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი