საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №447

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილებისშეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვის-ტოს №242 დადგენილებით (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „ტყეკაფის მონიშვნის" მომსახურების საფასურის გადახდა, გარდა სოციალური ჭრის ფარგლებში მონიშნული ტყეკაფებისა, უნდა განხორციელდეს მომსახურების გაწევიდან არა უგვიანეს 15 კალენდარულ დღეში. სოციალური ჭრის ფარგლებში ტყეკაფის მონიშვნის მომსახურება ხორციელდება უფასოდ.".

2. №4 დანართის მე-7 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„7

ტყეკაფის მონიშვნა (გარდა სოციალური ჭრების ფარ­გ­ლებში მონიშნული ტყეკა­ფებისა)

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი