საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №442

„2012 წლისჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ "საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე 20 მუხლის მე 4 პუნქტის შესაბამისად, „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/03/2012, 470230000.10.003.016765) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების:

1.№6დანართის (ფსიქიკური ჯანმრთელობა) მე 4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მე-3 მუხლის „ბ" ქვეპუნქტის „ბ.ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე, 2012 წლის 1 სექტემბრამდე - მოსახლეობის ურგენტული მომსახურების პროგრამით განსაზღვრული ნოზოლოგიური კოდებისა და დადგენილი ანაზღაურების (ლიმიტების) ფარგლებში (კრიტიკული მდგომარეობის 6 დღეზე მეტი ხანგრძლივობით მართვის მიუხედავად), ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრიდან - „რეფერალური მომსახურების" ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით განსაზღვრული ურგენტული სამედიცინო მომსახურებისათვის დადგენილი ტარიფების მიხედვით, ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით.".

2. №15დანართის (რეფერალური მომსახურება):
ა)მე 2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეები არიან საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირები.";
ბ) მე 4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მე-3 მუხლის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება სამედიცინო მომსახურების თითოეული ეპიზოდის მიხედ-ვით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად.";
გ) მე 6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მე-3 მუხლის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე.";
დ) მე 8 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოსარგებლის განსაზღვრა და განმახორციელებლის ინფორმირება ხორციელდება „რეფერალური მომსახურების" ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების (შემდგომში - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილება) შესაბამისად;".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „რეფერალური მომსახურების" ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების ამოქმედებისთანავე.

 

პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი