საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №441

 

„რეფერალურიმომსახურების"ფარგლებშიშესაბამისი სამედიცინოდახმარებისგაწევისშესახებგადაწყვეტილების მიღებისმიზნითუწყებათაშორისიკომისიისშექმნისა დამისისაქმიანობისწესისგანსაზღვრისშესახებ" საქართველოსმთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაშიცვლილების შეტანისთაობაზე

მუხლი 1.„ნორმატიული აქტების შესახებ"საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,„რეფერალური მომსახურების"ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ "საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი2071) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეფერალური მომსახურების"ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ".

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი1. „რეფერალური მომსახურების "ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას კომისია (შემდგომში-კომისია), რომლის შემადგენლობა განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.".

3. დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის მე-6 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში - თავმჯდომარის მოადგილე) და კომისიის მდივანი (მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის სხვა წევრი,რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დააკისრებს კომისიის მდივნის მოვალეობის შესრულებას).";
ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2.დადგენილებაამოქმედდესგამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრიბიძინაივანიშვილი