საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №438

„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/03/2011, 010240030.10.003.016294) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას სახელობის სანაპიროს №2.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ნოემბრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი