საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №437

„საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილებისშეტანის თაობაზე

მუხლი 1.„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 135) და პირველი და მე-2პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
საქართველოს შეიარაღებული ძა¬ლების გაერთიანებული შტაბის უფროსი;
საქართველოს სასჯელ¬აღსრულე¬ბის, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი;
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის მდივანი.

2. სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს;
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს;
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს;
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს;
საქართველოსუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.".

მუხლი 2.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი