საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №435

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე 20 მუხლის მე 4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2012, 010220000.10.003.016913) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე 4 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ მინისტრი.".

2. მე 2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1" ქვეპუნქტი:
„გ1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც მისი დავალებით უზრუნველყოფს ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილების პროცესის კოორდი¬ნირებას და შესაბამისი წინადადებების საქართველოს პრემიერ მინისტრისათვის წარდგენას;".

3. მე 2 პუნქტის „ვ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრა¬ციულ სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; ასევე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;".
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 29 ოქტომბრიდან.

 


პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი