საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №180

კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების მიზნით გრანტის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 39 ე მუხლის მე 2 პუნქტისა და „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების საგრანტო პროგრამა".

მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე 2 ნაწილის შესაბამისად, შეიტანოს ცვლილებები დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.

მუხლი 3. ეთხოვოთ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციას, საქართველოს ჰოსპიტალთა ასოციაციასა და ჯანდაცვის სექტორში მოქმედ საერთაშორისო დონორებს მონაწილეობა მიიღონ ამ პროგრამის თანადაფინანსებაში.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური