საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №179

„სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე 4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/03/2012, 470230000.10.003.016753) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის შექმნასთან და, შესაბამისად, სამედიცინო მედიაციის ფუნქციის საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან (შემდგომში - რეგულირების სააგენტო) გადატანასთან დაკავშირებით სსიპ - სამედიცინო მედიაციის სამსახური უფლებამოსილია პროცესის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით სამედიცინო მედიაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაიბაროს და, საჭიროებისამებრ, თვითონ დაასრულოს რეგულირების სააგენტოს მიერ დაწყებული საქმეები, ხოლო ამ დადგენილების მე 2 მუხლის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული დებულების დამტკიცებამდე იხელმძღვანელოს არსებული სამართლებრივი აქტებით.".

2. დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო მედიაციის ძირითადი დებულებების":
ა) მე 2 მუხლის „ბ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე 2 მუხლის „გ" და „დ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამედიცინო მედიაციის სამსახური - სამედიცინო მედიაციასთან დაკავშირებული დავების განმხილველი ორგანო;
დ) მედიატორი - შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი;";
გ) მე-3 მუხლის მე 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამედიცინო მედიაციის სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, „პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით, მოქმედი კანონმდებ-ლობით, ამ წესითა და სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული დებულების შესაბამისად.";
დ) მე 3 მუხლის მე 5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე 4 მუხლის მე 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამედიცინო მედიაციის საბჭო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სამინისტროს, სამედიცინო მედიაციის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი თანამდებობების პირები.";

ვ) მე¬ 5 მუხლის მე 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ მედიატორისათვის საქმის განხილვამდე ცნობილი იყო გარემოება ან ინფორმაცია, რომელიც მას ინტერესთა კონფლიქტში აყენებდა და ამის შესახებ წინასწარ არ განაცხადა, გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას დადგენილი წესით.";
ზ) მე 7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა
სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მათ შორის, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ საქმის განხილვისა და შეჩერების ვადები, კომპენსაციის პრინციპები, გადაწყვეტილების/რეკომენდაციის ძალაში შესვლის, აღსრულების, განმარტების, გადაწყვეტილების გასაჩივრების, სამედიცინო მედიაციის ხარჯების განაწილების წესი და სხვა, საჭიროების გათვალისწინებით, განისაზღვრება სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სამედიცინო მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელი და უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური