საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №178

„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხ¬ლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრან¬ზიტის ნებართვის გაცემის წესის შესა-ხებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში (სსმ, 03/10/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის" №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 54-ე, 55-ე, 56-ე, 57-ე პუნქტები:

„54.

ტრიბუტილტინის ნაერთები:

 

ტრიბუტილტინის

ოქსიდი

 

ტრიბუტილტინის

ფტორიდი

 

ტრიბუტილტინის

მეტაკრილატი

 

ტრიბუტილტინის

ბენზოატი

 

ტრიბუტილტინის

ქლორიდი

 

ტრიბუტილტინის

ლინოლეატი

 

ტრიბუტილტინის

ნაფტენატი

 

 

 

56-35-9

 

 

1983-10-4

 

 

2155-70-6

 

 

4332-36-3

 

 

1461-22-9

 

 

24124-25-2

 

 

85409-17-2

 

პესტიციდები

აკრძალულია

55.

ენდოსულფანი

115-29-7

პესტიციდები

აკრძალულია

56.

ალაქლორი

15972-60-8

პესტიციდები

აკრძალულია

57.

ალდიკარბი

116-06-3

პესტიციდები

აკრძალულია..

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური