საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №176

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №377 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №377 დადგენილებაში (სსმ, №162, 13.12.2010 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:

1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით, დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თავდაცვის აკადემიის რექტორის თავდაცვის აკადემიის წესდებით დადგენილი წესით დანიშვნამდე.".

2. მე-6 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მართვის ორგანოების არჩევამდე თავდაცვის აკადემიის რექტორი:".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 9 მაისიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური