საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2064

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ'' საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2013 წელს დაგეგმილი სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისი სატენდერო პროცედურებით გათვალისწინებული შედეგების დადგომამდე 2013 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამართული და უწყვეტი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არა უმეტეს 9 800 000 (ცხრა მილიონ რვაასი ათასი) ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი