საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2058

,,ქვედა სიმონეთი–ნავენახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №170 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №170 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა)2010-2013 წლებში უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის საპროექტო, სარეაბილიტაციო და საზედამხედველო სამუშაოების განხორციელება;";

ბ)განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსი სმე-4 პუნქტი:
,,4.2013 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანასება განახორციელოს საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.".

პრემიერ-მინისტრიბიძინაივანიშვილი