საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული ფონდის სახელწოდებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის კონფერენციას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული ფონდის სახელწოდებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის კონფერენციას დაესწრო2012 წლის 31 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური თბილისში პირველად გამართულ ევროპული ფონდის სახელწოდებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის კონფსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული ფონდის სახელწოდებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის კონფერენციას დაესწროერენციას დაესწრო. კონფერენციის მთავარი თემა იყო საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ "ეს არის ყველაზე დიდი მიკროსაფინანსო ფონდი ევროპაში".

„(ფონდი) ატარებს თავის ყოველწლიურ შეხვედრებს ამჯერად თბილისში, რაც ძალიან მისასალმებელია. საქართველოში ამ ფონდს ჩადებული აქვს 70 მლნ დოლარამდე. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით 20-30-40 მლნ დოლარის ჩადებაზე.
ეს თანხები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის. ეს არის 100 ლარიანი, 200 ლარიანი, 500 ლარიანი მიკრო სესხები. ეს რეალურად არის ის თანხები, რომელიც ძალიან კარგად ამოძრავებს ეკონომიკას," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური