საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №1610

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზერბაიჯანისრესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შესახებ

 

1. დამტკიცდეს 2012 წლის 26-27 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით სამთავრობო დელეგაციის (შემდგომში დელეგაცია) თანდართული შემადგენლობა.
2. დელეგაციის წევრთა მივლინების ხარჯები აანაზღაურონ შესაბამისმა უწყებებმა.
3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო დეპარტამენტმა (გ. თალაკვაძე) აანაზღაუროს საჩუქრებისა და ვიზიტთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯები, ასევე საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსისათვის როუმინგის მომსახურების ხარჯები.

 

ბიძინა ივანიშვილი