საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩეხეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და  ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პეტრ ნეჩასი (Petr Nečas) საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი  ჩეხეთში

პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პეტრ ნეჩასს (Petr Nečas) შეხვდა.

„ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს მომავალი წლის სამიტზე ჩეხეთი საქართელოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას მხარს დაუჭერს. ჩეხეთი ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთოებების მხარს უჭერს, იგულისხმება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ლიბერალიზაცია, შემდეგ გადასადგმელი ნაბიჯები. ჩეხეთის მხარდაჭერა ყველა ამ მიმართულებით გვაქვს.

აღსანიშნავია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს და ჩეხეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები. დღეს საქართველოში ჩეხეთი ერთერთი ყველაზე დიდი ინვესტორია, ჩეხეთის „ექსპორტ ბანკი" ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტორია საქართველოში," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი  ჩეხეთშიეგ.

ნიკა გილაურმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის პირველ-ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან კარელ შვარცენბერგთან (საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი  ჩეხეთშიKarel Schwarzenberg). შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩეხეთის ურთიერთობებს, აგრეთვე ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმში და Energo pro წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ Energo pro საქართველოში ახალი ჰესის მშენებლობას დაიწყებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი  ჩეხეთში„ექსპორტ ბანკი-ს" მეშვეობით საკმაოდ დიდი ინვესტიციები ხორციელდება ენერგეტიკაში. საუბარი გვაქვს ახალ პროექტებზე ტრანსპორტში, ჩეხეთის კერძო სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობით არის დაინტერესებული. ჩეხეთის მთავრობისგან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი  ჩეხეთშიპოლიტიკური მხარდაჭერა გვაქვს, რათა ჩეხეთის „ექსპორტ ბანკმა" გააგრძელოს იაფიანი კრედიტების გამოყოფა ჩეხური კომპანიებისთვის, რომ მათ განაგრძონ ინვესტირება საქართველოში...

აგრეთვე, შევხვდებით ტრქტორების მწარმოებელ ერთერთ უმსხვილესი ქარხნის წარმომადგენლებს. ეს ქარხანა დაინტერესებულია საქართველოში მნიშვნელოვანი ცენტრის გაკეთებით. აპირებს ახალი ტრაქტორების მწარმოებელი ქარხნის აშენებას, რომელიც ასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური