საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 13 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 13 ოქტომბრის მთავრობის სხდომა 2011 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგში 44 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აბუ-დაბიში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"რამოდენიმე დღის წინ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ეგიდით აბუ-დაბიში გაიმართა კონფერენცია. მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა შექმნა ანტიკორუფციული საბჭო, რომლის მიზანია G20-ის ქვეყნებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ანტიკორუფციული პოლიტიკის ჩამოყალიბება.

აღნიშნული ანტიკორუფციული პოლიტიკა უნდა გატარდეს სხვადასხვა განვითარებად ქვეყანაში, სადაც საერთაშორისო ინსტიტუტები მუშაობენ.

ანტიკორუფციულ კომისიის წევრი ძალიან ბევრი ექსპერტები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ინტერპოლის წარმომადგენლები არიან. ერთადერთი მთავრობის წარმომადგენელი მე ვიყავი მიწვეული, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, რადგანაც საქართველო დღეს კორუფციასთან ბრძოლის მაგალითი და მოდელია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ ფორუმის განმავლობაში მთავარი თემა საქართველოში გატარებული რეფორმები იყო, თუ როგორ დამარცხდა კორუფცია საქართველოში ძალიან მოკლე პერიოდში. უახლოეს პერიოდში ვიხილავთ ანტიკორუფციულ დოკუმენტს, რომელიც დაფუძნებული იქნება საქართველოს რეფორმებზე.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დამატებითი რეკლამაა ქვეყნისთვის. დამატებითი ინვესტორების მოზიდვის საშუალება არის ქვეყნისთვის. იმ პერიოდში, როდესაც დღეს ეკონომიკა არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია, ინვესტორები ეძებენ ახალ ბაზრებს, ახალ ქვეყნებს ინვესტიციების განსახორციელებლად და ასეთ ქვეყანად დღეს საქართველო წარმოჩნდება. თავისი ლოგისტიკური ცენტრებით, თავისი ძალიან კარგი მაკროეკონომიკური პარამეტრებით, კორუფციასთან ბრძოლის თავისი ძალიან კარგი მაგალითით.
ვხედავთ ამის შედეგებს, ეკონომიკური აქტივობის შედეგებს, მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენ რეგიონში არის ეკონომიკური პრობლემები, საქართველოს კარგი მდგომარეობა აქვს ამ მხრივ.

მაკროეკონომიკური პარამეტრები, კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა და ლოგისტიკური ცენტრები და ე.წ. ლოგისტიკური ჰაბი - ქვეყნის ჩამოყალიბების საფუძველია, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება, კიდევ უფრო მეტი ინვესტორები ჩამოვა საქართველოში და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური