საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 26 აგვისტოს მთავრობის სხდომა

2011 წლის 26 აგვისტოს მთავრობის სხდომა 2011 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 56 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

2011 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის სხდომა საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 56 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. რამოდენიმე კვირაში ახალი სასწავლო წელი იწყება. სამი თვე გვქონდა იმისთვის, რომ სკოლები მოგვეწესრიგებინა, რემონტები ჩატარებულიყო. გვქონდა სამი თვე, რომ ჩაგვეტარებინა გამოცდები. როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდები, ასვეე სკოლის მოსწავლეების გამოცდები, სასერტიფიკაციო გამოცდები მასწავლებლებისთვის. ვფიქრობ, რომ წარმატებულად ჩაიარა ამ პერიოდმა, უფრო წარმატებულად ვიდრე გასული წლის იგივე გამოცდები იყო.

წელს განათლების სისტემაში საკმაოდ წარმატებული პროექტები განვახორციელეთ. შევცვალეთ ვაუჩერის ფორმულა, სკოლის დირექტორებისთვის და მასწავლებლებისთვის შემოვიღეთ დამატებითი მოტივაციები, რომ დირექტორებმა საუკეთესო მასწავლებლები შეარჩიონ, ხოლო მასწავლებლებმა საკუთარ თავზე იმუშონ და სერტიფიცირება გაიარონ. წელს პირველად გვეყოლება მასწავლებლები, რომლებიც მიიღებენ 1000 ლარიან ხელფასს. ეს ის კონტინგენტია, რომელმაც სერტიფიცირება გაიარა, კომპიუტერის და ინგლისურის გამოცდები ჩააბარა. წელს პირველად დავაჯილდოეთ ის სკოლის დირექტორები, რომლეთა მოსწავლეებმა საუკეთესო ქულები მიიღეს გამოცდებში. შესაბამისად, განათლების სექტორის ყველა რგოლზე ძალიან სწორი მოტიცავიები შევქმენით.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმები, რომლებიც წელს განათლების სექტორში ჩავატარეთ ძალიან დადებით შედეგს გამოიღებს უახლოეს მომავალში."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური