საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 21 ივნისის მთავრობის სხდომა

2011 წლის 21 ივნისის მთავრობის სხდომა 2011 წლის 21 ივნისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 81 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით იასუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„პირველ რიგში მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრს დიმა გვინდაძეს მივესალმო მინდა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ის საკმაოდ წარმატებული იყო, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე. დიმას საგარეო ვალის პორტფელი ქონდა ჩაბარებული, რასაც საკმაოდ წარმატებულდ გაართვა თავი. შეგახსენებთ წლევანდელი ევრობონდის ტრანზაქციას, რომელიც წლევანდელი წლის განმავლობაში მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე წრმატებული იყო. ირთულ პოსტზე, რომელიც მან ახლა დაიკავა წარმატება მინდა ვუსურვო. საქართველოში ფინანსთა მინიტრობა საკმაოდ რთული პოსტია და მინდა ისეთივე წარმატებული იყოს დიმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე, როგორიც ფინანსთა მნისტრის მოადგილე იყო.

რაც შეეხება სტიქიას, როგორც მთავრობის წევრების, ასევე საზოგადოების ყურადღება სტიქიაზე მინდა შევაჩერო, რომელიც დღევანდელ დღეებში მთავარი თემა და საზრუნავია.
რამაზ, რა მდგომარეობაა ახლა? მობილიზებული გვყავს ტექნიკა, მობილიზებულია ხალხი, გაცემულია შესაბამისი ბრძანებები. გზაზე დაზიანება 25 წერტილზეა. ახლა მუშაობა რამოდენიმე ფრონტზე მიმდინარეობს. რამაზ, ორიოდე სიტყვით გვითხარი ახლა რა მდგომარეობაა?"

რამაზ ნიკოლაიშვილი: „ბატონო პრემიერო, თქვენი დავალების შესაბამისად, მთელი ძალები რიკოთის უღელტეხილზე გადავისროლეთ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ობიექტია გამომდინარე იქიდან, რომ არ გვინდა მოხდეს ტვირთების მოძრაობის შენელება. დატვირთვა ჯერ ამ 25 წერტილზე მიდის. ადამიანები 24 საათის განმავლობაში სამ ცვლაში მუშაობენ. კიდევ 362 ერთეული ტექნიკა დავამატეთ, ადგილზე 1400-მდე ადამიანი მუშაობს.
მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ისინი გმირობებს ჩადიან. ძალიან რთულ ვითარებაში უხდებათ მუშაობა. აფეთქებითი სამუშოები დავიწყეთ, 25 წერტილიდან ნახევარი ლიკვიდირებულია. აფეთქებითი სამუშაოების შესაბამისად გაფართოებები ხდება გზების. ვვარაუდობთ, რომ უკვე რამოდენიმე დღეში ტრანსპორტის ინტენსივობა იქნება გაზრდილი. მაგრამ შეზღუდვები გაგრძელდება 10- 14 დღე.
გზა ისეთივე მდგომარეობას დაუბრუნდება, რომელიც იყო სტიქიამდე. თქვენი დავალების შესაბამისად, მე და ბატონი ხეთაგური ვიყავით სურამში და ხაშურში. სურამში 500 სახლი იყო დაზიანებული, ხაშურში - 1000-მდე.სურამში თითქმის ყველა სახლში ჩვენი სამუშაო ჯგუფები იყვნენ, დიდი ნაწილი სახლებიდან წყალი და ინერტული მასალა, რომელიც შეიტანა მდინარემ უკვე გამოტუმბულია.
წყლის კომპნია მთლიანად მობილიზებულია. ვვარაუდობთ, რომ სურამს წყლის მომარაგების საკითხს მთლიანად დავასრულებთ. ვიცით, რომ რამოდენიმე რეგიონში ასევე პრობლემა გვაქვს - მცხეთა-მთიანეთიში, კახეთში."

ნიკა გილაური: „ ხვალ დღის პირველ ნახევარში გუბერნატორები შევკრიბოთ და გავიაროთ პრობლემები. რა პრობლემებია კახეთში, მცხეთა-მთიანეთში და შიდა, რა შეგვიძლია გადავწყვიტოთ უახლოეს მომავალში. დიმა, შენც რომ მოხვიდე და დაფინანსების პირობებიც გავიაროთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სურამში, ჩუმათელეთში მოსახლეობას აღუდგეს საცხოვრებელი პირობები. იქ შეუძლებელია გაჩერება. მაქსიმალური მობილიზაცია მინდა გამოვაცხადოთ ყველა იმ ადამიანის და კომპანიოის, რომელიც იქ მუშაობს, რათა უახლოეს დღეებში ეს პრობლემა იყოს გადაწყვეტილი."

ნიკა გილაური: „ჯამში თნხა რა შეიძლება დაგვიჯდეს? 10 მილიონი იყო საწყისი. უფრო ზუსტი დათვლა თუ გვაქვს?"

რამაზ ნიკოლაიშვილი: „ფინანსთა სამინისტროსაც უკვე ვესაუბრეთ. სავარაუდოდ თანხა კიდევ 4 მლნ-ით გაიზრდება. ამაზე მეტი არცერთ შემთხვევაში არ დაგვიჯდება, ამ აფეთქებებმა ზიდვის მანძილის შემცირების შესაძლებლობა მოგვცა, რაც თავისთავად სერიოზულად თანხა შეგვიმცირა. თანხებზე მე და ბატონმა დიმამ უკვე ვისაუბრეთ, დათვლები წარმოფგენილი გვაქვს."
ნიკა გილაური: "ალეკო, ელექტროენერგია და გაზის მომარაგება?.."

ალექსანდრე ხეთაგური: „ელექტრომომარაგება ხაშირში და სურამში მთლიანად არის აღდგენილი. სურამში რჩებოდა 64 აბონენტი და ამ 64 აბონენტსაც მიეწოდება ელექტროენერგია. გაზი ხაშურშიც მთლიანად არის აღდგენილი. სურამში პრაქტიკულად გათიშულია გაზი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაზიანება არის. ცენტრალური მილები არის დაზიანებული, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. დაახლებით 4 დღეში ის ნაწილი სურამის, რომელიც იყო გაზიფიცირებული, თავიდან ბოლომდე იქნება აღდგენილი და გაზიფიცირება გაგრძელდება ჩვეული რიტმით. "

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური