საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 13 მაისის მთავრობის სხდომა

2011 წლის 13 მაისის მთვრობის სხდომა2011 წლის 13 მაისს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 85 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოს შესახებ ვატიკანში არსებული არქივის თაობაზე განცხადება გააკეთა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. მთავრობის სხდომის დაწყებამდე, საზოგადოებას ერთი ინფორმაცია მინდა მივაწოდო. ეს შეეხება საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას. ბოლო წლების განმავლობაში ვატიკანთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, რათა ვატიკანის არქივებში დაცული დოკუმენტები ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მოლაპარაკებები რამოდენიმე დღის წინ დასრულდა და დღეიდან საქართველოს მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ათობით ათას დოკუმენტს, რომელიც საქართველოს შეეხება, რომელიც აქამდე დაცული იყო ვატიკანის არქივებში და აქამდე გასაიდუმლოებული იყო.

შესაძლებლობა მოგვეცემა გავეცნოთ და უახლოეს მომავალში საზოგადოებასაც გავაცნოთ საქართველოს შესახებ ძალიან ბევრი ახალ ისტორიული ფაქტი, რომელიც აქამდე ჩვენთვის ცნობილი არ იყო. საუბარია დაახლოებით 10 000 დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს შეეხება და რომელიც აქამდე არავის არ უნახავს და არ შეუსწავლია."

ნიკა რურუა: "მასალა მოიცავს 800 წლის ისტორიას. ვატიკანის გზავნილები, მისიონერები საქართველოში პირველად მე-12 საუკუნეში იყვნენ. მე-12 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე ნებისმიერი დოკუმენტი დღეიდან ჩვენთვის, საქართველოს მკვლევარებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს იქნება ჩვენი ისტორიის ძალიან დიდი და უცნობი ნაწილის გამოვლინების წინაპირომა. ეს ადამიანები იყვნენ არა მხოლოდ მისიონერები, მათ პოლიტიკური ამოცანა ჰქონდათ. ისინი იყვნენ მომზადებული ენებში, ხატვაში, კარტოგრაფიაში. ეს არის უნიკალური მასალა საქართველოზე, რომელიც თავად ადგილზეც შესწავლილი არ აქვთ, ის არის დახარისხებული და ელოდება მნახველს.

აშშ-მა ანალოგიური პროგრამა განახორციელეს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ისტორია ასეთი მოკლეა, მხოლოდ 200 წელს მოიცავს, კვლევას 13 წელი დასჭირდა, იმდენი დოკუმენტი იყო შეერთებულ შტატებზე. ჩვენი 800 წლიანი ისტორიის მონაკვეთი არის ხელუხლებელი და ქართველი მეცნიერის ყურადღებას ელოდება. ყველაფერი მზად არის, სამი უნივერსიტეტის გაერთიანებული ძალებით შევქმენით ჯგუფი, რომელიც ზაფხულის დასაწყისში, სავარაუდოდ ივნისის ბოლოს გაემგზავრება და დაიწყებს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ სამუშაოს."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური