პრემიერ–მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა2011 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის სტრატეგიული "ათპუნქტიანი გეგმა" მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის (2011-2015) და 2011 წლის ანგარიში გააცნო.

"ცოტა ხნის წინ საზოგადოებას სტრატეგიული "ათპუნქტიანი გეგმა" მოდერნიზაციის და დასაქმებისთვის წარვუდგინეთ და განვაცხადეთ, რომ ამ გეგმა აბსოლუტურად ყველასთან განხილვისთვის მზად ვიყავით, რადგან ყველას აზრი გვაინტერესებს. სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, საზოგადოების სხვადასხვა ფენას შევხვდი. "ათპუნქტიანი დევს ვებ-გვერდზე.

ეს "გეგმა" არის განახლებადი დოკუმენტი, ექვს თვეში ერთხელ მოხდება მისი განახლება და ამიტომაც გვინდა, რომ აბსოლუტურად ყველა ფენა ჩავრთოთ მის ახალი ვერსიის შემუშავებაში.

ეს უკვე რეალურად განახლებული ვერსიაა. პირველი ვარიანტი საზოგადოებას წლის დასაწყისში წარვუდგინეთ. მას შემდეგ გავითვალისწინეთ ის ახალი გარემოებები, რაც ჩვენი ქვეყნის, რეგიონის ეკონომიკასთან იყო დაკავშირებული. ყველაფერი ინკონპორირებულია ამ ახალ განახლებულ დოკუმენტში. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის ბოლო ვარიანტი, ექვს თვეში ერთხელ მოხდება მისი განახლება და ყველას აზრი გვაინტერესებს. საზოგადოებას მივმართავ, რომ წაიკითხონ და მოგვცენ თავისი შენიშვნები.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ვხვდებით...

ამ დოკუმენტის ერთადერთო მთავარი მთავარი მიზანია სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენთვის ასეთი ტიპის დოკუმენტი პირველი არ არის. 2009 წლის დასაწყისში საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმა წარვუდგინეთ. მაშინ იმ დოკუმენტის მთავარი მიზანი იყო რეცესიიდან გამოსვლა. რეცესიის ნიშნები ძალიან მკაფიო იყო. ქვეყანას მინუსიანი ზრდა ქონდა 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ , 2009 წლის შიდა პოლიტიკური არეულობების შედეგად, 2008 წლის საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისის შედეგად. საქართველოზე ამან იმოქმედა, მთლიანად რეგიონი იყო საკმაოდ ცუდ რესეციაში.
მაშინ შევთავაზეთ საზოგადოებას ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი - 2,2 მლრდ ლარი დამატებითი ინვესტიციები ეკონომიკაში, გადასახადების შემცირების ნაწილი. მაშინ ეროვნულ ბანკთან შევიმუშავეთ პაკეთი და საბანკო სექტორისთვის ახალი რეგულაციები შევთავაზეთ.

იმ პაკეტმა იმოქმედა. შედეგად მივიღეთ, რომ 2009 წელს საქართველოს ეკონომიკური ვარდნა იყო მხოლოდ 3,8% და არა 10-12% ან 20%. რეცესიიდან გამოვედით რეგიონში ყველაზე სწრაფად. 2010 წელს ზრდა 6,4% გვქონდა, წელს 6%-ზე მეტს ველოდებით. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს 5-5,5%-იანი ეკონომიკური ზრდა. იმ დოკუმენტმა თავისი მისია შეასრულა, მიზანს მივაღწიეთ.

ეს (სტრატეგიული "ათპუნქტიანი გეგმა" მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის) დოკუმენტი გათვლილია 2011-2015 წლებზე, თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, საზოგადოებამ, სახელმწიფომ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შექმნას.

ახლა ჩვენი მიზანი რეცესიასთან ბრძოლა და ეკონომიკის გადარჩენა არ არის. საკმაოდ დიდი რაოდენობის რეფორმები გავატარეთ, ბევრი მათგანი საკმაოდ მტკივნეული და ამ რეფორმების შედეგად გვინდა მივიღოთ შედეგი - სამუშაო ადგილების შექმნა.პრემიერ–მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

რამოდენიმე მიმართულებას აღვნიშნავ. პირველი და ყველაზე ნნიშვნელოვანი არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა. იგულისხმება რამოდენიმე პარამეტრი: ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა, ჯანსაღი ბიუჯეტის დეფიციტი, ინფლაციის დაბალი ერთნიშნა დონე, ჯანსაღი საბანკო სექტორი, დაბალი საგარეო ვალი და ა.შ.

დღეს საქართველოს მაკროპარამეტრები მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ჯანსაღია, თუ ავიღებთ ყველა ამ პარამეტრს ერთად. ზრდა, ინფლაცია, ბიუჯეტის დეფიციტი, საბანკო სექტორი, საერთაშორისო რეზერვები, დეპოზიტების ზრდა, საკრედიტო პორტფელის ზრდა, ყველაფერი ეს დღეს საკმაოდ ჯანსაღია.

ეკონომიკური ზრდა 6%-ზე მაღალია, ბიუჯეტის დეფიციტი შემცირებულია 3,5%-ზე, იყო 9,2%.

საგარეო ვალი, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ძალიან ბევრ სხვა ქვეყნის ეკონომიკას აწუხებს, არის საკმაოდნ დაბალი, 32%-ი და მაღლა არ ადის, არამედ პირიქით, მცირდება. ჯამური ვალი 41%-ია და ისიც მცირდება.

შესაბამისად, ყველა მაჩვენებელი არის იქეთ მიმართული, რომ ქვეყნის მაკროპარამეტრები არის სწორი, ჯანსაღი, რაც ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ პერიოდში, როდესაც სხვადასხვა ინვესტორები და საინვესტიციო ფული მსოფლიოში ჯერ კიდევ ძალიან დიდია, ეძებენ ახალ ბაზრებს. ახალ ბაზრებს იმიტომ, რომ ასე ვთქვათ, რამდენიმე ქვეყანა საკმაოდ პრობლემური გახდა, თუნდაც, ე.წ "არაბული გაზაფხულის" ქვეყნები, საბერძნეთი, იტალიასაც უკვე გარკვეული პრობლემები აქვს.... შესაბამისად, ინვესტორები, რომელბიც ამ ქვეყნებში აკეთებენ ინვესტიციებს ეძებენ ახალ ბაზრებს და ასეთი ახალი ბაზარი თავისუფლად შეიძლება იყოს საქართველო," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური