საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი თსუ-ს ბაკალვრების გამოშვების ცერემონიას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი თსუ-ს ბაკალვრების გამოშვების ცერემონიას დაესწრო2011 წლის 30 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრ-სტუდენტების გამოშვების საზეიმო ცერემონიას დაესწრო და კურსდამთავრებულებს მიმართა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. გილოცავთ დღევანდელ დღეს.

ყველა ადამიანის ისტორიაში არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი დღე. უნივერსიტეტის დამთავრება ერთერთი ასეთი დღეა. თქვენი ცხოვრების ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ლამაზი ნაწილი დაამთავრეთ, იწყებთ თქვენი ცხოვრების კიდევ უფრო ლამაზ და მნიშვნელოვან ნაწილს.

რამოდენიმე წლის წინ ჩემი თავი თქვენს მდგომარეობაში მახსოვს, არც თუ ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. გახარებული ვიყავი, რომ გამოცდების ჩაბარება აღარ მომიწევდა, თან მოწყენილი ვიყავი, რომ მეგობრებს ხშირად ვეღარ ვნახავდი, თან ვღელავდი, თან მეშინოდა, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ვხედავ, დაახლოებით ისეთივე დღეში თქვენც ხართ.

საქართველოსთვის ძლიან გამორჩეული თობა ხართ. ერთერთი ის პირველი თობა, რომელმაც თქვენით გაიკვალეთ გზა. არ დაგჭირვებიათ ქრთამის გადახდა, რაც წინა თაობებს სჭირდებოდა; არ დაგჭირვებიათ ჩაწყობა უნივერსიტეტში მოსახვედრად. თქვენი შრომით, თქვენი ცოდნით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, სხვებზე უკეთესები იყავით, სხვებზე უკეთესები ხართ ახლაც. რამოდენიმე წელი გავიდა. ისწავლეთ, დღეს გამარჯვებულები ამთავრებთ უნივერსიტეტს.

რადგანაც თქვენით გაიკვალეთ გზა, თქვენთან დაკავშირებით მოლოდინი მეტია, იმედები უფრო მეტია, მოლოდინი იმისი, რომ უფრო მეტს გააკეთებთ საკუთრი თავისთვის და უფრო მეტს გააკეთებთ საქართველოსთვის.

მერე რა, რომ საქართველო არც თუ ისე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, არც თუ ისე დიდია ტერიტორიით და მოსახლეობით. თავის დროზე ასეთივე პრობლემები სინგაპურსაც და ესტონეთსაც ჰქონდა, მაგრამ ადამიანური რესურსებით, შრომით, სწავლით და ცოდნით შეძლეს ის, რომ ამ ქვეყნებისგან ყველაზე მდიდარი და წარმატებული სახელმწიფოები ჩამოაყალიბეს. თქვენი ვალიც ეს იქნება სახელმწიფოს წინაშე. არ იქნება მარტივი, მაგრამ პირველობის საფუძველი ჩადებულია. პრემიერ–მინისტრი  თსუ-ს ბაკალვრების გამოშვების ცერემონიას დაესწრო

გავაკეთეთ ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, პრობაციის, კორუფციის წინააღმდეგ რეფორმები, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. თქვენ ეს ყველაფერი ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. უნდა გახადოთ საქართველო ყველაზე წარმატებულ ქვეყნად რეგიონში და მსოფლიოში, ეს თქვენზეა დამოკიდებული.

გავა დრო და ზოგიერთი თქვენგანი დადგება ძალიან ცნობილი მეცნიერი, ძალიან დიდი კომპანიის დირექტორი, ზოგი იქნება პრემიერ-მინისტრი, ზოგი პრეზიდენტი, მაგრამ მანამდე იქნება რამოდენიმე წელი, როდესაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება, როდესაც არ გეცოდინებათ, რა უნდა გააკეთოთ. რამოდენიმე რჩევა მინდა მოგცეთ, რომელიც თავად გამომადგა ცხოვრებაში. ეს რჩევები მინდა დავაფუძნო ისტორიებზე, რომელიც გადამხდა თავს.

პირველი ისტორია არის შემდეგი: ვმუშაობდი ირლანდიურ კომპანია „ერ ეს პი აი"-ში, რომელიც საქართველოში დიდი ენერგეტიკული კომპანიის მენეჯერი იყო. ძალიან მომწონდა ჩემი სამსახური, ენერგეტიკა და გაღიზიანებული ვიყავი, რომ ქვეყანაში ელექტროენერგია არ იყო. ქვეყანაში სიბნელე იყო. ყოველ დღე სამსახურის მერე 1-2 საათი ვრჩებოდი და ჩემთვის მინდოდა ჩამომეყალიბებინა ის რეფორმები, თუ როგორ შეიძლება გამოსწორებულიყო სიტუაცია. მაშინ არანაირი იმედი არ მქონდა, რომ ამ რეფორმებს ვინმე განახორციელებდა.

მოხდა ვარდების რევოლუცია, პოლიტიკური ლიდერებიდან საერთოდ არავის არ ვიცნობდი: არც სააკაშვილს, არც ჟვანიას - არავის. დღემდე არ ვიცი, ვინ გამიწია რეკომენდაცია ზურაბ ჟვანიასთან. 2003 წლის დეკემბერში დამირეკეს და მპრემიერ–მინისტრი  თსუ-ს ბაკალვრების გამოშვების ცერემონიას დაესწროითხრეს, რომ პრემიერ-მინისტრ ჟვანიას ჩემი ნახვა უნდოდა. მივედი და მითხრეს, რომ 2-3 კვირაში ენერგეტიკაზე პრეზენტაცია უნდა გამეკეთებინა მისთვის. ამდენი დრო ამისთვის არ მჭირდებოდა, ყოველდღე ვმუშაობდი და მეორე დღეს წარვუდგინე პრეზენტაცია. პრეზენტაცია დასრულებული არ მქონდა, როდესაც 28 წლის ადამიანს შემომთვაზეს ენერგეტიკის მინისტრობა. ასე გავხდი მაშინ მინისტრი.

ჩემი რჩევა რა არის?! - გიყვარდეთ ის საქმე, რომელსაც აკეთებთ და ეცადეთ, რომ 1-2 საათით უფრო მეტი იმუშვოთ, ვიდრე ეს გევალებათ. დამიჯერეთ, აუცილებლად დაგიფასდებათ და დაგეხმარებათ.

მეორე ისტორიას მოგიყვებით. ფინანსთ მინისტრად ახალი დანიშნული ვიყავი. ჩემთან მოვიდა ჟურნალისტი. ძალიან ბევრი კითხვა დამისვა, მაგრამ ერთერთი მთავარი კითხვა იყო: „ერთი ფრაზით გვითხარით, ფინანსთა მინისტრობისას თქვენ მიზანი რა არის? როგორი უნდა იყოს ფინანსთა სამინისტრო?" ძალიან რთულია ერთი ფრაზით ამისი თქმა. პასუხი შემეძლო გამეცა ერთი სიტყვით და ეს ერთი სიტყვა იყო „სამართლიანი". მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკეთებდით და რასაც ვაკეთებთ, ემსახურებოდა და ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ამიტომ ჩემი რჩევებია, თქვენს ცხოვრებაში იშრომეთ, გიყვარდეთ შრომა, იყავით წარმატებისკენ მიმართულები და იყავით სამართლიანები. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებას."

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური