საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სასტუმრო ''თბილისი მარიოტში'' საერთაშორისო კონფერენციაზე ''საგადასახადო სისტემები მიკრო და მცირე საწარმოებისთვის'' სიტყვით გამოვიდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სასტუმრო  'თბილისი მარიოტში' საერთაშორისო კონფერენციაზე 'საგადასახადო სისტემები მიკრო და მცირე საწარმოებისთვის' სიტყვით გამოვიდა2011 წლის 4 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საერთაშორისო კონფერენციაზე "საგადასახადო სისტემები მიკრო და მცირე საწარმოებისთვის" სიტყვით გამოვიდა.

„პირველ რიგში, თომას ლუბეკს და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას ამ კონფერენციის მოწყობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანია რას ეძღვება კონფერენაცია და რატომ ტარდება ის საქართველოში.

კონფერენცია ეძღვნება საგადასახადო სისტემებს, საგადასახადო კოდექსს, თუ როგორ შეიძლება უკეთესად დამუშავდეს საგადასახადო სისტემასთნ დაკავშრებული დოკუმენტი. (კონფერენცია) ტარდება საქართველოში იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს მოდელი და ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა შეიძება ნახონ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი სასტუმრო  თბილისი მარიოტში საერთაშორისო კონფერენციაზე საგადასახადო სისტემები მიკრო და მცირე საწარმოებისთვის სიტყვით გამოვიდა
კონფერენციაზე 20 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული. ჩამოსულები არიან აღმოსავლეთ ევროპის: პოლონეთის, ჩეხეთის ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები, პოსტ-საბჭოთა კავშირის სივრცის - შუა აზიის ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები. მთავარი დისკუსია საქართველოში გატარებული რეფორმების გარშემო იქნება. რა რეფორმები შეიძლება გატარდეს მომავალში არა მარტო საქართველოში, არამედ განვითარებად ქვეყნებში და როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი საგადასახადო სისტემამ ბიზნესის განვითრებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა აღნიშნავს საქართველოში გატარებულ რეფორმებს. როგორც კორუფციასთან დაკავშრებით, ასევე საგადასახადო სისტემასთნ დაკავშრებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ამ რეფორმებს ატარებენ ძალიან მაღლ დონეზე და უნდათ ამ რეფორმების სხვა ქვეყნებში დანერგვა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სასტუმრო  თბილისი მარიოტში საერთაშორისო კონფერენციაზე საგადასახადო სისტემები მიკრო და მცირე საწარმოებისთვის სიტყვით გამოვიდაამიტომ ტარდება კონფერენცია საქართველოში, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ კონფერენციაზე ძალიან ბევრი სხვადასხვა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელია ჩამოსული.

1 იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ძალიან საინტერესოა საერთაშორისო საფინანსო საზოგადოებისთვის და დღეს ერთერთი განხილვა ახალ საგადასახადო კოდექსთან იქნება დაკავშრებული. კოდექსი ეძღვნება მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრას. ეს არის ის სიახლე, რომელიც შემოვიღეთ და იმედი გვაქვს, რომ ის კარგად და ეფექტურად იმუშავებს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური