საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №497

დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის N1022 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის N1022 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბაინდურაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახაბერ გულედანი - სსიპ - სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი

ჯამბულ ებანოიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე

მამუკა ვაწაძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

ეკატერინე ზღულაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

დავით იოსელიანი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

აბესალომ კეკელია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

რუსუდან კემულარია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

დავით ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

გიორგი ყაველაშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ცინცაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური