საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №380

საქართველოს მთავრობის 2011 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის დამტკიცების შესახებ

1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ''ვ'' ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის N57 დადგენილების 48-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის თანდართული გეგმა და გადაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გ.ხუროშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური