საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №421

„სს „საპარტნიორო ფონდის" წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის N230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სს „საპარტნიორო ფონდის" წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის N230 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 110608009, 08/06/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ" ქვეპუნქტი: 

„დ) სს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის" კაპიტალიდან მისი შვილობილი საწარმოს - შპს „თბილისის ლოგისტიკის ცენტრის" ამოღება და ფონდის კაპიტალში ინვესტირება.".
|
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „შპს „თბილისის ლოგისტიკის ცენტრის" სს „საპარტნიორო ფონდისათვის" გადაცემის შესახებ" საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური