საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №419

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 04.02.2011 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის" მე-2 მუხლს:

1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

 

„71

ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის ეროვნული რეჟიმით ხელახალი რეგისტრაცია

20 სამუშაო დღე

10 სამუშაო დღე

5 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

700 ლარი

1000 ლარი

1300 ლარი

1500 ლარი.“.


2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

 

„91

ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის აღიარებითი რეჟიმით ხელახალი რეგისტრაცია

5 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

1 სამუშაო დღე

300 ლარი

400 ლარი

500 ლარი.“.



მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური