საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №418

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის N118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პი¬რის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის N118 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1014) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური _ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

დავით ტყეშელაშვილი _ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საბჭოს თანათავმჯდომარე

რამაზ ნიკოლაიშვილი _ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე _ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ ბალავაძე _ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე

დიმიტრი გვინდაძე _ საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ზაზა გოროზია _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

ლაშა მგელაძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

მამუკა ვაწაძე _ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

ირაკლი კვაშილავა _ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორი

კობა სუბელიანი _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

ანი ქათამიძე _ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

ვერა ქობალია _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

დიმიტრი შაშკინი _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური