საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №417

„იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №401 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №401 დადგენილებაში (სსმ, 31/12/2010) და პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ" და „თ" ქვეპუნქტები:


„ზ) სსიპ - ქონების მართვის სააგენტო;

თ) სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური