საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №415

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერ¬ვლის №26 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 224) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე 4 მუხლის მე 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის ერთი - პირველი, რომელთაც მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.".

2. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საკონსულტაციო უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მეცხოველეობის, თევზის მეურნეობის, მემცენარეობის, მეთესლეობის, აგროქიმიის, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სფეროებში განვითარების ერთიანი სახელმწი¬ფო პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, სამინისტროს მიერ ნაკისრ სახელშეკრულებო ვალ¬დებულებათა ანალიზი და მონიტორინგი, მიწის კონსოლიდაციის, ნიადაგის ხარისხობრივი შეფასება და მისი მდგომარეობის აღრიცხვა და ერთიანი ბანკის შექმნა, მიწის რაციონალურად გამოყენების, ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სახელმწიფო ზედამხედველობა და მისი შენარჩუნების ორგანიზება, ფერმერთა ინფორმირების მიზნით რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების თაობაზე პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;";

ბ) პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აპარატი (დეპარტამენტი), რომლის ძირითადი ამოცანაა მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზება, სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა საკონტროლო დავალებების შესრულება, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენა და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიებისა და საბჭოების სხდომების მომზადება და ოქმების შედგენა, პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება, სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ფუნქციების შესრულება, მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლი, აგრეთვე, სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავება;";

გ) პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროსათვის ხელშეწყობა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვაში, საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზა¬დება;";

დ) პირველი პუნქტის „ვ" და „ზ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ერთეულების საქმიანობის სრულყოფა, ფინან¬სების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალურ ფასეულობათა ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;

ზ) საფინანსო ეკონომიკური დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა, საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი, პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების პირო¬ბების სრულყოფა; სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების სისწორის კონტროლი, ნაერთი ბალანსის მომზადება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა ორგანიზაციათა წინაშე სავალდებულო ანგარიშგება, სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებათა საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების ერთიანი მეთოდოლოგიური საფუძვლების უზრუნველყოფა, სამეურნეო საქმიანობა, აგრეთვე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვებისა და სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო სა¬კუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზება;";

ე) პირველი პუნქტის „თ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი", „კ" და „ლ" ქვეპუნქტები:
„ი) მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა მელიორაციის სფეროში განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, სარწყავი სისტემის ქვეშ მყოფ სარწყავ მიწებსა და მიმდებარე მიწებზე დაკვირვება, მათი აღრიცხვა და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება, ორგანიზებულ ღონისძიებათა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება, სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირე-ბისაგან ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება, სამინისტროს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა, ცენტრალური აპარატის კომპიუტერული ქსელებით გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;

ლ) მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრის მარკეტინგული კვლევის წარმოება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, ექსპორტ იმპორტის განვითარების ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მიზნით წინადადებების მომზადება და საქართველოში საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგებიდან საწარმოების გამოვლენა და ასეთ საწარმოებში უცხოელი ინვესტორების მოზიდვისა და ერთობლივი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა.".

მუხლი 2. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 10 დეკემბრიდან, ხოლო პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური