საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №413

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ


მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კა¬ნონის მე-13 მუხლის შესაბამისად:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2012 წლის 1 იანვრამდე რეორგანიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური