საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №412

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 წლის 1 იანვრამდე რეორგანიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტად.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური