საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №410

შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის" ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ

მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის „ა" ქვეპუნქტისა და 341 მუხლის საფუძველზე:

1. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის" ლიკვიდაციის წარმოების დაწყების კოორდინაცია/კონტროლი.

2. შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის" ლიკვიდაციის წარმოების დაწყებისთანავე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უზრუნველყოს შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის" სტუდენტთა ჩარიცხვა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

3. შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის" ლიკვიდაციის წარმოების დაწყებისთანავე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის" სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურის შესაბამისი თანხის საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის გადაცემა. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლის საფასური ნაკლებია შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის" სტუდენტების მიერ გადახდილ სწავლის საფასურზე, ამ თანხებს შორის სხვაობა ხმარდება შემდგომ სემესტრში სწავლის დაფინანსებას.

4. შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის" ლიკვიდაციის წარმოების დასრულებისთანავე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის" მოძრავი ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის გადაცემა.

5. შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის" ლიკვიდაციის წარმოების დასრულებისთანავე საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაითვალოს შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის" სამართალმემკვიდრედ გადაცემული თანხის, ქონებისა და შპს „სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის" მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილში.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური