საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №400

„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის N56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის N56 დადგენილებაში (სსმ, 2005 წ., მუხ. 365) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ";
ბ) პირველი და მე 2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი - კომისიის წევრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - კომისიის წევრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი - კომისიის წევრი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი - კომისიის წევრი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე - კომისიის წევრი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი
საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი - კომისიის წევრი
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი - პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი - კომისიის წევრი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი
სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი - კომისიის წევრი
სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი - კომისიის წევრი
სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი - კომისიის წევრი
სსიპ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი - კომისიის წევრი
შპს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი - კომისიის წევრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი -კომისიის წევრი
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი მრჩეველი - კომისიის მდივანი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე - კომისიის წევრი
საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენი - კომისიის წევრი.
საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს.

2. დამტკიცდეს საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის თანდართული დებულება.".

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის დებულება";

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე¬დაქციით:

„1. საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია (შემდგომში - კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ქვეყნის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკისა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანი განხორციელების სტრატეგიას, უზრუნველყოფს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.";
გ) მე-2 მუხლის „ა" და „ბ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების თავისუფალი კონკურენციის განვითარებისა და ლიბერალიზაციის პროცესების ხელშეწყობა;
ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის ძირითადი მიმართულების ეკონომიკური და ტექნიკური რეგულირების სფეროების მკვეთრი გამიჯვნა, რეგულირებას დაქვემდებარებული საკითხების მინიმალიზაცია;";
დ) მე-3 მუხლის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების შემდგომი განვითარებისა და ლიბერალიზაციის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია;".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური