საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №399

„საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრისN355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საწყობის, თავისუფალი საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის N355 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 28/09/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1" ქვეპუნქტი:
„მ1) დანართი N4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;".

2. დანართი N4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული ნებართვები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ხოლო ნებართვის მფლობელებზე ვრცელდება ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობები.".

4. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 მუხლი:
„მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 20 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

 საქართველოს მთავრობის
2011 წლის ოქტომბრის
N დადგენილების დანართი
„დანართი N4